პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს

14.05.24 13:00


კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა.

 

"გარე ჩარევის საფრთხეები ერთი ორად მაღალია საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკაშია. მნიშვნელოვანი ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ქვეყანას ესაჭიროება დაცვის ისეთივე მექანიზმები, როგორიც სხვა განვითარებულ დემოკრატიებს. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში. ვინ მონაწილეობს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რაც თითოეულს და საზოგადოებას ეხება.

 

დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა. წესით, მას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოადგენენ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილს ჩვენს ქვეყანაში, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს თანამოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან საქართველომ ერთხელ ნახა და არასდროს განმეორდება. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ! მინდა, მივმართო ახალ თაობას, ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, სანამ თქვენ ქუჩაში აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს არის მათი ბოლო შანსი, ოღონდ თქვენს ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები