პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება

14.05.24 14:36


ცინიზმია, როდესაც ხალხს ეუბნებიან, თქვენთვის ვიღებთ ამ კანონს და ამ დროს მათ სახის ძვლებს უმტვრევენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ხაბეიშვილის თქმით, „ამ ახალგაზრდების სახის და ცხვირის ძვლები შეხორცდება, ხელისუფლების რეპუტაცია კი აღარასდროს აღარ აღდგება და ვეღარ შეხორცდება.“

 

„კანონს იღებენ სახანძრო ავტომობილით, "რობოკოპებით" და ლამის ტანკები გამოიყვანონ ახალგაზრდების წინააღმდეგ და სპეციალური დანიშნულების რაზმები ჰყავთ გამოყვანილი. ცინიზმია, როდესაც ხალხს ეუბნებიან თქვენთვის ვიღებთ ამ კანონს და ამ დროს მათ სახის ძვლებს უმტვრევენ. ამ ახალგაზრდების სახის და ცხვირის ძვლები შეხორცდება, მათი რეპუტაცია კი აღარასდროს აღარ აღდგება და ვეღარ შეხორცდება“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა დიმიტრი სამხარაძეზე და აღნიშნა, რომ ის აორგანიზებს ხალხის სახლებში შევარდნის საკითხს, რის გამოც არჩევნებზე ხალხის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა უზრუნველყოფს, რომ მას ამაზე პასუხისგება მოუწიოს.

 

„რაც შეეხება სამხარაძეს, ისედაც ხომ არანორმალურია ეს ადამიანი, ზოგადად მოძალადეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, ის აორგანიზებს ხალხს, რომ სახლში უვარდებიან. ამიტომ ამაზე ღიად ვუთხარი და უნდა ესმოდეს, რომ ის, როგორც მთავარი ორგანიზატორი, როგორც კი საქართველოში ხალხის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა იქნება, მას პასუხისგება მოუწევს. ისიც ვუთხარი, რომ ქართველი ხალხი მიმტევებელია და მათ ფიზიკურად არავინ შეეხება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ვინმეს ფიზიკური დაზიანება“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

 

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები