პოლიტიკა
14.05.24 15:25
მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ომ მდიდარ „ენჯეოებზე“, რომლებიც, ამ შემთხვევაში, საქართველოში უცხოეთის რეალურ აგენტურას წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ აუცილებლად იქნება მიღებული, რადგან ის საქართველოს სჭირდება.
„2016 წლიდან მოყოლებული ერთი წელიც არ გასულა ისე, რომ საქართველოში ეს ენჯეოები არ იდგნენ არეულობებისა და დესტაბილიზაციის სათავეში. 2018 წელს სამმა დიდმა „ენჯეომ“ – „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დაიბეჭდა რამდენიმე ათეული ათასი ყალბი პირადობის მოწმობა და თითქოს ამ პირადობებით იგეგმებოდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების გაყალბება. როცა ამაზე გამოძიება დაიწყო და დადასტურებელი ფაქტების დასახელება მოსთხოვეს, მათ ცხადია, პასუხი არ ჰქონდათ. ყველას გვახსოვს 2020 წელიც, როცა „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლა გააყალბა და ამით ცდილობდა, სხვა მდიდარ „ენჯეოებთან“, რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ უცხოელ პატრონებთან ერთად ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო.
კარგად გვახსოვს 2022 წელიც, როცა ეს მდიდარი „ენჯეოები“, ყველანი ერთად, იდგნენ პარლამენტის წინ მიტინგზე და იმას ითხოვდნენ, რასაც დღეს სააკაშვილი, მათი ბელადი ითხოვს დროებით, ტექნიკურ მთავრობას, რომელშიც ისევ თვითონ შევიდოდნენ. „ენჯეოებს“ მივმართავ: თუ პოლიტიკა უნდათ, პარტიებად ჩამოყალიბდნენ; ოქტომბრის არჩევნები ახლოა და იქ გამოჩნდება, რა წონა აქვთ. შეეშვან ქვეყნის რყევას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს კანონიც აუცილებლად იქნება მიღებული, იმიტომ, რომ ეს კანონი საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
1tv.ge
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24