ანალიტიკა

სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

14.05.24 15:50


საფრანგეთიდან საინტერესო ფოტო გავრცელდა, რომელზეც ლიონის მერი გრეგორი დუსე სომეხ სპორტსმენებთან ერთად პოზირებს "დიადი სომხეთის" რუქის წინ, რომელიც "მოიცავს" არა მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს, რაც სომეხ ნაციონალისტებისთვის უკვე  "კარტოგრაფიულ ტრადიციად" იქცა, არამედ საქართველოს ტერიტორიებსაც.

 

ეს რუქა მაშინვე ბადებს უამრავ კითხვას. გამოდის, რომ საფრანგეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?... რადგან საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქის-ლიონის (პარიზის და მარსელის შემდეგ) მერი,  პოზირებს რუკის ქვეშ, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ. სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი თბილისამდე შეღებილია, როგორც „სომხური“ მიწები. დიდი ხანია ცნობილია, რომ სომეხ ნაციონალისტებსა და ჯავახკელ სეპარატისტებს სურთ წაგლიჯონ ისინი საქართველოს. გამოდის, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ამ პრეტენზიებს?

 

ფრანგი პოლიტიკოსების ასეთი „ფოტოსესიები“ სულაც არ არის უვნებელი. განსაკუთრებით იმ სკანდალის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია საფრანგეთის ბოლო, თითქმის დაუფარავ, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან. ცოტა ხნის წინ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით „უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებამ დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუხდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის პასუხის გაცემა და შეხსენება პარიზში და სხვა ქალაქებში დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შესახებ.

 

აქვე ჩნდება კითხვა: რა ესაქმება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სუვერენული ქვეყნის - საქართველოს საშინაო საკითხებში, რომელსაც შეშფოთებით „ადევნებს თვალს“? არის თუ არა საფრთხე, რომ საფრანგეთი „პროტესტის უფლებას“ თავისებურად განმარტავს? კერძოდ, თუ რამე მოხდება, ის მხარს დაუჭერს „პროტესტს“, ან თუნდაც „ჯავახკელ“ სეპარატისტთა პირდაპირ აჯანყებას საქართველოს წინააღმდეგ, ისევე როგორც ერთ დროს მხარს უჭერდა „არცახის“ სეპარატისტთა აჯანყებას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ლიონის მერმა, გრეგორი დუსემ, სტუმრების ოფიციალური მიღების ოქმში სავალდებულო გახადა ფოტოების გადაღება „დიადი სომხეთის“ რუკის ფონზე.

 

ცოტა ხნის წინ, სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრისას, გრიგორი დუსემ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი და მზადყოფნა, თუ ეს შესაძლებელია, დავეხმაროთ სომხეთს და სომეხ ხალხს, როგორც ამას თავის დროზე ბევრი დიდი ფრანგი მოღვაწე აკეთებდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში სომხეთის დასახმარებლად“.

 

თუმცა, გრეგორი დუსეს მსგავსი ადამიანების სომეხი ნაციონალისტებისადმი „დახმარებას“  უცხო ქვეყნების მიწებზე პრეტენზიების საკითხში საქმის მხოლოდ გაუარესდებისკენ მივყავართ. კერძოდ, შარშან, სომხეთში ვიზიტისას, გრეგორი დუსემ სრულად დაუჭირა მხარი რევანშისტებისა და „არცახის“ სეპარატისტთა მოთხოვნას „ლაჩინის დერეფნის განბლოკვის“ შესახებ, რათა სეპარატისტებს თავისუფლად მიეღოთ იარაღი და გაეძარცვათ აზერბაიჯანის მინერალური რესურსები. ეს იმის ნაცვლად, რომ ყარაბაღელ სომხებს ურჩიონ, მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და შეერწყან აზერბაიჯანულ საზოგადოებას. ყველას კარგად ახსოვს, როგორ დასრულდა ლიონის მერის გრეგორი დუსესა და პარიზის მერის ან იდალგოს მხრიდან სეპარატისტების „რჩევა - დახმარება“ .

 

ახლა კი გრიგორი დუსე, რომელიც სომეხი თემის წარმომადგენლებთან ერთად პოზირებს რუქის ფონზე, სადაც სომხური ტერიტორიული პრეტენზია იკვეთება სხვა ქვეყნების მიმართ, კიდევ ერთ „სამსახურს“ უწევს სომხეთსა და სომხურ ეთნიკურ ჯგუფს და ამავდროულად აიძულებს იმ ქვეყნებსა და ხალხებს, რომელთა მიმართ გააჩნია ამგვარი პრეტენზია, საფრანგეთისა და მისი პოლიტიკოსების მიმართ სიფრთხილე დაიცვან.

 

ყოველ შემთხვევაში, სავსებით გამართლებულია ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე იწყებენ საფრანგეთისთვის „ადგილის მიჩენაზე“ მისი მცდელობებისას, ჩაერიოს ქვეყნის საშინაო საქმეებში. საფრანგეთის საკვანძო ქალაქების მერები რუქის ქვეშ პოზირებს, სადაც საქართველოს ტერიტორიები დედაქალაქ თბილისამდე მეზობელ ქვეყანას ეთმობა, ამგვარად საფრანგეთის „დაინტერესება“ საქართველოს საქმეებით ძალიან საშიშია.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 973


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები