პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა

15.05.24 12:42


უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა. მართლმადიდებლობასაც შევინარჩუნებთ, სიმშვიდესაც და სუვერენიტეტსაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.

 

„ნამდვილი ევროპა რას ნიშნავს, ვიცით, მაგრამ ის უცხოური ძალებიც არსებობენ, ვინც საქართველოს ებრძვის. სამწუხაროდ, როთის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართველ ხალხს, რადგან მან კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის. წარმოგიდგენიათ, ასეთი თავხედობა, როცა ქართველ ხალხს ეუბნება, მართლმადიდებლობა არ არის ნათელი და დასცინის. ეს ადამიანი სტუმრად ჩამოდის. უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა. მართლმადიდებლობასაც შევინარჩუნებთ, სიმშვიდესაც და სუვერენიტეტსაც. ყველას საკადრისს პასუხს გავცემთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები