პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს

15.05.24 16:21


ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

 

„ევროკავშირი ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ მათ არჩევანს მხარს უჭერს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი, რომელიც ორივე არჩევანს ძირს უთხრის. ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს“, - წერს შერაზ გასრი X-ზე.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები