პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე - ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი საინფორმაციო სტრატეგია გვქონდეს

10.12.16 0:05


მას შემდეგ, რაც შეჩერების მექანიზმზე პრაქტიკულად შეთანხმება მოხდა, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება იოლი გახდა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

დოლიძის განმარტებით, მისი აპარატი მუშაობს უვიზო მიმოსვლის დეტალებზე მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

”ჩვენი აპარატი მუშაობს იმაზე, რომ ერთგვარი საინფორმაციო სტრატეგია გვქონდეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით და ყველა ჩართულ უწყებასთან ერთად ვგეგმავთ მაქსიმალურად მივიტანოთ მოსახლეობასთან დეტალური ინფორმაცია იმ ელემენტების თაობაზე, რომელიც მათ აუცილებლად გამოადგებათ”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები