საზოგადოება

ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

17.05.24 13:22


ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

 

მომლოცველებმა ხატებითა და გალობით აბაშიძის ქუჩაზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს. სასულიერო პირები მემორიალთან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლენენ.

 

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები