პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში, შესაძლოა, ფრაქციების რაოდენობა გაიზარდოს

10.12.16 0:15


მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციების რაოდენობა, შესაძლოა, ორიდან ხუთამდე გაიზარდოს, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას 18 ნოემბერს შეუდგა.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში ორი ფრაქცია აქვს — „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება — მრეწველები“. ამ ფრაქციებს სათავეში, შესაბამისად, მამუკა მდინარაძე და სიმონ ნოზაძე უდგანან.

ასევე ორი ფრაქციით არის წარმოდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობს ნიკა მელია, ხოლო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის“ — ელენე ხოშტარია. კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა. ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები“ გიორგი ლომია ხელმძღვანელობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები