პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხზე ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს - ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა

17.05.24 17:25


ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს.

 

„საქართველოს მიმართ სანქციებს, როგორც ზემოქმედების ბერკეტს, აქამდე რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა საქართველოს მიმართ რუსეთის გზას დაადგეს და ბერკეტად გამოიყენოს სანქციებზე გადაწყვეტილებები, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ. ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს და შეზღუდვებს, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტს რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა, რუსული მეთოდებით მოახდინოს ქართველ ხალხზე გავლენა, ზუსტად იმ პასუხს მიიღებს, რასაც რუსეთი ქართველი ხალხისგან იღებდა. ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ რუსეთი ხან ემბარგოს გვადებდა, ღვინო ვერ გაჰქონდა ქართველ გლეხს, ხან რა იყო და ხან რა. ქართველი ხალხის მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას. ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1306


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები