პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე - მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში არის შესაძლებელი ოჯახების ერთიანობის შენარჩუნება, როცა ლუკმა პურისთვის არ მოუწევს ცოლს, დედას ან მამას საქართველოდან გაქცევა

17.05.24 18:00


უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს „რუსული კანონის“ მიღებით და მისი ნეგატიური შედეგები ყველას შეეხება და ყველაფერზე აისახება - ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას შეეხება, ეს შეეხება ყველას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არ შემოვა ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს საქართველოდან წასვლა.

 

„სწორედ ძლიერი, განვითარებული საქართველო არის ოჯახების ერთიანობის მთავარი გარანტორი და წინა რიგებში ყელმოღერება თანამდებობის პირების მხრიდან დიდი სანთლებით, სულაც არ ნიშნავს რომ ამით ქართული ოჯახების გაძლიერებას ემსახურებიან.

 

დიახ, ქართული ოჯახი არის ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და სწორედ ამ ფუნდამენტს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ივანიშვილი და მისი ხელისუფლება როცა კიდევ უფრო დაუცველს და გაღარიბებულს ტოვებს მას, როცა ჩაფიქრებული აქვს, რომ „რუსული კანონის“ მსგავსი ანტიქართული ქმედებებით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვოს საქართველო.

 

ფარისევლობა და მავნებლობა იქნება თუკი ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ოჯახის სიძლიერის, ოჯახის ერთიანობის ღირებულებები და ერთ თვიან საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს, რადგან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში არის შესაძლებელი ოჯახების ერთიანობის შენარჩუნება, როცა ლუკმა პურისთვის არ მოუწევს ცოლს, დედას ან მამას საქართველოდან გაქცევა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები