მეცნიერება

გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს

20.05.24 10:25


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

„დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა! ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას.

 

თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ. კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ.

 

ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!”,- აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები