ეკონომიკა

პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს

20.05.24 11:00


ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, "საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს კარგი დინამიკა აქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით.

 

„დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები "საქსტატის" მიერ. ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში არის 4%-ით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14%, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18% პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით. შესაბამისად, 10.4 %-ით შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით და შეადგინა დაახლოებით 448 ათასი ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები