მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება

21.05.24 18:15


„რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთისა და საქართველოს კვალდაკვალ, თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს“, - ამის შესახებ Global Voices-ი წერს.

 

მათი ცნობით, მოსალოდნელია, რომ ცვლილებათა პაკეტი დიდ ეროვნულ ასამბლეას საკანონმდებლო წლის დასრულებამდე, 2024 წლის პირველ ივლისს წარედგინება. პაკეტში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის ჯარიმებს „უცხოური გავლენის აგენტებისთვის“ და „ჯაშუშობისა“ და „შპიონაჟის“ განმარტებას აფართოებს.

 

კრიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადების მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ის უბრალოდ კიდევ ერთ კანონიერ საბაბად იქცევა ხელისუფლებისთვის, რომ სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებას შეუტიოს.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს პატიმრობას, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დაახშობს სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში, რომელიც ისედაც დაბალ ადგილს იკავებს თავისუფლებების გლობალურ ინდექსებში.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები