მეცნიერება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის რეგიონული ექსპორტის დირექტორთან შეხვედრა გამართა

24.05.24 16:00


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის რეგიონული ექსპორტის დირექტორთან აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სარა ჩიჯისთან და საქართველოში ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა სტუმარს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

„შეხვედრაზე საუბარი ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის შედეგებს შეეხო, რომელიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. აღინიშნა, რომ კვლევის შედეგები არის ძალიან ოპტიმისტური, რაც საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა. მხარეებმა კვლევის შედეგების საფუძველზე სამომავლო გეგმები დასახეს.

 

სარა ჩიჯიმ ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების საქმეში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები