პოლიტიკა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

27.05.24 10:30


პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ სოფიაში გაიმართა.

 

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა დაესწრნენ.

 

„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატო-სთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი.

 

ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ipn.ge

წაკითხულია : 1513


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები