რეგიონი

სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ - არავის უკვირს

27.05.24 14:00


არავის უკვირს საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ აფხაზეთის ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

 

„მათ 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, გასაგებია, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არაფერია. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ.

 

მისი მტკიცებით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა.

„როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, თუმცა ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას“, - განაცხადა შამბამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები