პოლიტიკა

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილი აირჩია

29.05.24 17:00


პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად, 83 ხმით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აირჩია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.

 

„ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები