პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - თუ რომელიმე დონორი უარს იტყვის იმ პროექტების გაგრძელებაზე, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებშია, ჩაითვლება, რომ მათ მართლაც სხვა ინტერესი ჰქონდათ - ასეთი ტიპის საბოტაჟი სხვანაირად ვერ იქნება გაგებული!

30.05.24 17:26


თუ რომელიმე დონორი, დამფინანსებელი უარს იტყვის იმ პროექტების გაგრძელებაზე, რომლის თაობაზე წინა დღეებში გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია და არანაირ უცხოურ გავლენას არ უკავშირდება, პირდაპირ ჩაითვლება, რომ მათ მართლაც სხვა ინტერესი ჰქონდათ და ამ პროექტებს შესაძლო გარე ჩარევის გადასაფარად ახორციელებდნენ - ასეთი ტიპის საბოტაჟი სხვანაირად ვერ იქნება გაგებული! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

თალაკვაძის თქმით, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია, რომ ამ დღეებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდეს და თქვას, რომ მათ ხელი ეშლებათ და პროექტების გაგრძელება არ შეუძლიათ.

 

“ასეთი რამ ონის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში უკვე მოხდა. როგორც ჩანს, არის წინასწარ შედგენილი გეგმა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ისეთი სურათი და განცდა შექმნას, თითქოს მათ კანონმა საქმიანობაში ხელი შეუშალა.

 

საუბრობენ ჯარიმებზე! ამბობენ, დიდი და უსამართლო ჯარიმები არიასო. მინდა მათ ვუპასუხო: - ჯარიმები საერთოდ არ იქნება გადასახდელი, თუ ყველა ორგანიზაცია იმ მარტივ მოთხოვნას შეასრულებს, რასაც აქამდე ბიზნესი ასრულებდა, რასაც ვასრულებთ ჩვენ - საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები. ჩააბარეთ დეკლარაცია წელიწადში ერთხელ, რომელიც საკმაოდ მარტივია - იმაზე რთული არ არის, ვიდრე ბიზნესის და საჯარო სექტორის მიერ ჩაბარებული დეკლარაციები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები