პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე: გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ

03.06.24 12:02


გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, არც კანონის ოპონენტების მარცხად და, მით უმეტეს, არ შეიძლება, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად. ხშირად ცდილობენ ხოლმე, ეს ყველაფერი ასე წარმოაჩინონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ.

 

„შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. ამ ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია, იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ ხელოვნური საფუძველი, თუმცა ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში და ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები