ეკონომიკა

სამინისტრო - მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორცილებულ რეფორმებს

06.06.24 11:48


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები განიხილეს. საუბარი შეეხო ტარიფის მეთოდოლოგიას, რომელიც ტარიფში საოპერაციო ხარჯების ასახვას ითვალისწინებს.

 

„საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გვქონდა სიღრმისეული დისკუსია იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობაზე, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის სექტორში ყველა მიმართულებით ახორციელებს. საქართველოს მელიორაციის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ტარიფის მეთოდოლოგიაზე, დეტალურად განვიხილეთ საირიგაციო ტარიფის მეთოდოლოგიის ფორმა; ასევე, საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მელიორაციის მიერ მომსახურების გაწევა დარეგულირდება სემეკის მიერ. ჩემთვის, როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლისთვის თვალსაჩინოა, საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცვლილებების გასატარებლად, სექტორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ფერმერთათვის წყლის მიწოდების მომსახურების გასაუმჯობესებლად და მზად ვართ და გვსურს, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ყველა ნაბიჯში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკში წყლის რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტისა და „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (გრეილის) ამოცანების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რანუ სინჰამ.

 

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხრიდან შემოთავაზებული იყო რამდენიმე მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების დაბალანსებას კომპანიის მიერ გაწეულ საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში. როგორც წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკ-თან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მამელი ქობალიამ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან კონსულტაციები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ახალი რეგულირების ფარგლებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები