მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

06.06.24 13:00


ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დღეს, ნიდერლანდებში დაიწყო. ნიდერლანდებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 21:00 საათამდე გაგრძელდება.

 

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს 6-9 ივნისს ირჩევს.

 

წელს, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობის მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმას 9 ივნისს მისცემს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაც კვირას, საღამოს მოხდება.

 

ცნობისთვის, ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ესტონეთში ხმა უკვე 63,125-მა ადამიანმა მისცა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1378


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები