პოლიტიკა
06.06.24 15:00
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, „თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი“.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მზაობა, დავსხდეთ, საჯარო დისკუსიის ფორმატში, ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ. იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა. ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია, საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში. ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რატომ? - იმიტომ, რომ ალტერნატივა გამჭვირვალობას არ აქვს. შეუძლებელია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გვქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება. ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია. ამიტომ არ მოსწონთ ვიღაცებს, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ამერიკაში, ცუდია საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, არგუმენტები ჩვენ მხარესაა. მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტია საერთაშორისო პრაქტიკა, არგუმენტია თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი, ამის გამო რეალურად ვერავინ შემოდის საჯარო დებატებში ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უნდა გაკეთოს საკუთარი დასკვნები, იმასთან დაკავშირებით რატომ გრძელდება უხეში, უსაგნო კრიტიკა“,- განაცხადა კობახიძემ.
ipn.ge
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24