პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე თავისუფლების ინდექსზე: საქართველო აბსოლუტურად სწორად ვითარდება

07.06.24 16:00


„ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. ხუნდაძის თქმით, საქართველოს არაერთხელ მოუსმენია დასავლეთის მხრიდან შეფასება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა, თუმცა ახლა თავად დასავლეთიდან მივიღეთ საკმაოდ მაღალი შეფასება ამ მიმართულებით.

 

„ჩვენ მივეჩვიეთ ბოლო პერიოდში არაერთი მიმართულებით ორმაგ სტანდარტს. არაერთხელ მოგვისმენია მათ შორის დასავლეთიდანაც, თითქოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ახლა კი, იმავე დასავლეთიდან ვიღებთ მაღალრეიტინგული კვლევების აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს - თავისუფლების მრავალმხრივი ინდიკატორის გამოყენებით, თავისუფლების ინდექსით, საქართველო ერთ-ერთი უპირატესი პოზიციით სარგებლობს და მან 2012 წლის შემდეგ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

 

რეალობა აჩვენებს იმას, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორად ვითარდება და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მას აქვს სამაგალითო წინსვლა. ეს დასტურდება შედეგობრივადაც და ეს შესამჩნევია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები