მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - მსოფლიოში სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო

07.06.24 17:37


მსოფლიოში სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა სამი ძირითადი მიზეზი ჩამოთვალა, რისთვისაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს.

 

„ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედოთ პროცესს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დინამიკურად ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, სამი საკვანძო მიმართულებით – სახელმწიფოებრივი, ღირებულებით-კულტურული და ეკონომიკური. ამავე დროს ქვეყნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გლობალური განვითარების ლიდერებად გამოდიოდნენ, მთელი ძალ-ღონით, სიმართლით თუ სიცრუით ცდილობენ, შეინარჩუნონ ჰეგემონის როლი“, – თქვა პუტინმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები