საზოგადოება

რელიგიის სააგენტო სამედიცინო კაპელანის პროექტის განხორციელებას იწყებს

07.06.24 18:01


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის, თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე.

 

„აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი ამერიკული საავადმყოფო იყო.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და კლინიკა „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის“ დირექტორმა. ერჯან აიილდიზიმ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები