ანალიტიკა

კავკასიის ალბანეთის შესახებ სიმართლე სომეხი ისტორიული გამყალბებლების აღშფოთებას იწვევს

07.06.24 22:08


სომეხი ნაციონალისტები და გამყალბებლები აღშფოთებულნი არიან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული გამოფენით "ქრისტიანული მემკვიდრეობა აზერბაიჯანის მულტიკულტურულ იდენტობაში". მათი "აღშფოთება" გასაგებიცაა.

 

ევროპაში ხომ მათი საყვარელი საფრანგეთი დიდი ხანია, რბილად რომ ვთქვათ, არ განიხილება "ქრისტიანულ" ქვეყნად. იგი თავს "არისტოკრატულს" უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში ის არის უღმერთო და ათეისტური, მტრული არა მხოლოდ მუსლიმების, არამედ ტრადიციული ქრისტიანების, მათ შორის კონსერვატიული კათოლიკეების მიმართ. მაშასადამე, აზრი არ აქვს სომხური ლობის ყვირილს საფრანგეთში ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე და „ფრანგულ საინფორმაციო პლატფორმებზე“ „ქრისტიანი“ სომხების მოჩვენებითი „გენოციდის“ და მათი „კულტურული მემკვიდრეობის“ „განადგურების“ შესახებ (სინამდვილეში კი სიყალბეების გამოვლენის შესახებ). საფრანგეთი ხომ ჯერაც ანადგურებს, ამცირებს და ამახინჯებს ყველაფერს ქრისტიანულს საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ.

 

სულ სხვა საქმეა პოლონეთი. ფაქტობრივად, რელიგიური ხალხის რაოდენობის მიხედვით დღეს იგი ყველაზე დიდი ქრისტიანული ქვეყანაა ევროპაში; ბევრად უფრო ქრისტიანული არა მხოლოდ საფრანგეთთან შედარებით, არამედ, თითქოს, ასევე კათოლიკურ იტალიასთან, სადაც მოსახლეობა, განსხვავებით პოლონელების უმეტესობისგან, სულ უფრო გულგრილია რწმენის საკითხების მიმართ. ამიტომ კათოლიკურ სამყაროში პოლონეთის აზრს ძალიან ითვალისწინებენ.

 

ათწლეულების განმავლობაში, პოლონელ ქრისტიანებს შორის სომხურმა პროპაგანდამ დაამკვიდრა თავისი ცრუ მითები იმის შესახებ, რომ სომხები არა მხოლოდ "ყველაზე მრავალტანჯული", არამედ თითქმის "ერთადერთი ქრისტიანი" ხალხია აღმოსავლეთში. მათ იგივე ქართული ქრისტიანული კულტურა, ქართული ეკლესიები „სომხურად“ გამოაცხადეს. პოლონელებმა წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ არსებობდა ქრისტიანული კავკასიური ალბანეთი, რომელიც სომხებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო.

 

ამან გამოიწვია ის, რომ გამოფენამ, რომელიც პოლონელებს აცნობებს კავკასიური ალბანეთის კულტურის, საეკლესიო არქიტექტურისა და ტრადიციების შესახებ და ამ კულტურისა და ტრადიციების მემკვიდრეების არსებობას - აზერბაიჯანის ალბანურ-უდინურმა თემმა სომეხი ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია. მათმა მითებმა პოლონეთში ჩვენს თვალწინ დაიწყო გაქარწყლება.

 

გარკვეულმა "სამეცნიერო და ანალიტიკურმა" ფონდმა "გეგარდმა" გამოხატა თავისი "აღშფოთება", რომელსაც არ მოეწონა პოლონეთში აზერბაიჯანის ელჩის ნარგიზ გურბანოვას სიტყვები ვარშავაში ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე, რომ სხვადასხვა რელიგიისა და ერის წარმომადგენლები აზერბაიჯანში ისტორიულად ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ, მშვიდობიანად და ჰარმონიულად, ხოლო „გეგარდში“ ვერაფერი იპოვეს იმაზე უკეთესი, რომ გაიმეორონ შარშან ლიკვიდირებული "მთიანი ყარაბაღის რესპუბლილიკის" ანუ„არცახის“ ბოდვა. კერძოდ, საუბარია „120 ათასი სომეხი მაცხოვრებლის ბლოკადაზე, რაც მათ შიმშილზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე“.

 

თავად ფონდი გეღარდი 2023 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ანუ, იგი მოეწყო სეპარატისტული „არცახის“ სრული ლიკვიდაციის შემდეგ, რათა „მეცნიერულად დაესაბუთებინა“ სომეხი ნაციონალისტების პრეტენზიები ოკუპანტებისა და სეპარატისტებისგან გათავისუფლებული კავკასიის ალბანეთის ქრისტიანულ სალოცავებზე. გეგარდელებს, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აშოტ საღიანის ხელმძღვანელობით, იმ დროიდან უნდა წარედგინათ მეცნიერული ფაქტების საპირისპირო მთკიცებულებები აზერბაიჯანის ლეგიტიმური ხელისუფლების ვითომდა „რეგიონის ისტორიის დამახინჯებისა და ანტისომხური პროპაგანდის პოლიტიკასთან“ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. სამეცნიერო ფაქტების მოძიება კი ვარშავის გამოფენასთან დაკავშირებით „გეგარდის“ „აღშფოთებულ განცხადებაში“  ვერ მოხერხდა. „გეგარდმა“ აზერბაიჯანის მიმართ სომეხი ნაციონალისტებისა და ლიკვიდირებული სეპარატისტული „არცახის“ დამახასიათებელი პროპაგანდისტული ბრალდებების ნიაღვარი გადმოანთხია.

 

კერძოდ, ბრალდება, თითქოს ბაქომ „გააძევა“ ყარაბაღის რეგიონის სომეხი მაცხოვრებლები, სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რომ აზერბაიჯანმა დაჟინებით სთავაზობდა მათ საკუთარ მოქალაქეობას და სტაბილურ ცხოვრებას. სომხებმა არჩევანი თავად გააკეთეს, მშვიდობიანად და ზეწოლის გარეშე - ნებაყოფლობით დატოვეს ტერიტორია, გზად აღნიშნეს აზერბაიჯანელი თანამშრომლების თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა.

 

რაც შეეხება სეპარატისტების „10 თვიანი მშიერი ბლოკადის“ ბრალდებას, ზოგადად, ლაჩინის გზის გასწვრივ კომუნიკაციის შეზღუდვა აზერბაიჯანის სასარგებლო წიაღისეულის მოროდიორულ ძარცვაზე გახლდათ პასუხი და მიზნად ამ ძარცვის აღკვეთას და სეპარატისტების რეგიონში საბრძოლო მასალის გადაზიდვის აკრძალვას ისახავდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანი დაჟინებით სთავაზობდა სომეხ მოსახლეობას ჰუმანიტარული მარაგების მიწოდების ორგანიზებას აღდამის გავლით, მაგრამ სეპარატისტებმა შეთავაზება კატეგორიულად უარყვეს. ასევე აბსურდია ყარაბაღის ალბანურ-უდინური ქრისტიანულ-რელიგიური ცენტრის თავმჯდომარის ვიზიტით ყარაბაღის ალბანურ სალოცავებში „გეგარდის“ დადანაშაულება ყარაბაღის „ეკლესიების კულტურული იდენტობის განადგურებაში“. განსაკუთრებით ყველა აზერბაიჯანული მეჩეთის მიწასთან გასწორებისა და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ 30 წლიანი ვანდალიზმის შემდეგ. თუმცა, სომხური პროპაგანდის „მარგალიტად“ შეიძლება ჩაითვალოს „საპროტესტო წერილი“ ვარშავაში საკამათო გამოფენასთან დაკავშირებით, სახელწოდებით „ქრისტიანული მემკვიდრეობა აზერბაიჯანის მულტიკულტურულ იდენტობაში“, რომელსაც ხელს აწერს რამდენიმე სომეხი მოღვაწე პოლონეთში.

 

"საპროტესტო" წერილში გამოხატული იყო "ძლიერი პროტესტი ვარშავაში ღია ცის ქვეშ პროპაგანდისტული გამოფენის გამოჩენასთან დაკავშირებით კრაკოვსკის ვიზიტეკის დების ეკლესიის წინ, რომელიც გაიმართა მაისის ბოლოს - 2024 წლის ივნისის დასაწყისში. იგი ცრუ განცხადებებს ავრცელებს, ამიტომ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ამ გამოფენის გავრცელება და მისმა ორგანიზატორებმა მედიაში გამოაქვეყნონ უარყოფა“.

 

წერილში მეორდება ისტორიკოსების მიერ დიდი ხნის წინ უარყოფილი სომეხი ნაციონალისტებისა და ფალსიფიკატორების ყველაზე პრიმიტიული და ანტიმეცნიერული კლიშეები. კერძოდ, იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი თითქოს ანტიკურ პერიოდში არ არსებობდა. გავიხსენოთ, რომ იმ დროს არსებობდა უძველესი სახელმწიფო ატროპატენა (როგორც მას ბერძნულად უწოდებდნენ). იმჟამინდელ მეორე საერთაშორისო საკომუნიკაციო, სირიულ-არამეულ ენაზე მას ეწოდებოდა "ადორბაიჯანი", ანუ აზერბაიჯანი.

 

რა თქმა უნდა, იმის მტკიცება, რომ თითქოს არ არსებობდა ალბანეთის სამოციქულო ეკლესია და რომ ალბანეთის საკათალიკოსო იყო "სომხური" და რომ დამწერლობა ალბანელებს სომხებმა გადასცეს (იგულისხმება იგივე მითიური მესროპ მაშტოცი), ხოლო ალბანელები მას არც იყენებდნენ და საუბრობდნენ სომხურ ენაზე, სრული სისულელეა. სომეხ ფალსიფიკატორებს რომ მოუსმინოთ, გამოდის, რომ არც ქართული ეკლესია ყოფილა და მაშტოცმა მისცა ანბანი ქართველებს და ქართველთა სამეფო დინასტია "სომხურია" და სხვა სისულელე. ქართველები და ქართული ეკლესია არსებობენ და არაფერი აქვთ საერთო სომხებთან. თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმას, რომ სომეხმა ნაციონალისტებმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული ეკლესია მიითვისეს და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 442 ქართულ ეკლესიაზეც აცხადებენ პრეტენზიას.

 

დროა სხვა ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის, ქრისტიანებმა შეიტყონ ჭეშმარიტება უძველესი ხალხების, მათ შორის კავკასიის ალბანეთის მკვიდრთა უნიკალური ქრისტიანული მემკვიდრეობის შესახებ. ასევე სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ ურცხვად მოიპარეს, მიითვისეს და საკუთარ თავზე „მოირგეს“ ეს მემკვიდრეობა სომეხმა გამყალბებლებმა.

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 748


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები