პოლიტიკა

13 ივნისს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში გიორგი ამილახვარს მოუსმენს

10.06.24 15:40


13 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ გაიმართება, რომლის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.

 

ამილახვარის მოსმენა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.

 

განათლების მინისტრი პარლამენტის სხდომაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები