პოლიტიკა

სუს-ის უფროსი 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

10.06.24 17:02


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

სუს-ის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

 

ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ასახელებს.

 

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოს ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების ინიცირების მიზნით. ანგარიშში ასევე ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს“.

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა 2023 წელს დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, გლობალური მასშტაბით შეაფერხა ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარება, გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების შენარჩუნებისა და გაღრმავების ალბათობა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები