პოლიტიკა

შესაძლოა სომხური პროექტი საწყის წერტილს დაუბრუნდეს - ეჩმიაძინსა და დიასპორას

11.06.24 12:45


ორშაბათს, 2024 წლის 10 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საბჭომ ფაქტობრივად უარყო არქიეპისკოპოსის ბაგრატ გალსტანიანის და მისი მოძრაობის „ტავუში სამშობლოს სახელით“ ულტიმატუმი რიგგარეშე სესიის გამართვის შესახებ, დღის წესრიგში ოპოზიციონერთა მოთხოვნების ჩათვლით.

 

ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ბაგრატ გალსტანიანმა 9 ივნისს ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, 10 ივნისს შეკრებისკენ და 96  საათის განმავლობაში მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციებისკენ  იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლებამ „აღასრულოს ხალხის ნება“:

 

მივმართავ სომხეთის პარლამენტის ყველა ფრაქციას:

1. ჩვენი მოთხოვნით, ეროვნული ასამბლეის ოპოზიციური დეპუტატები 11 ივნისს 18:30 საათზე წამოიწყებენ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, მთავრობის გადადგომისა და ახლის ფორმირების დღის წესრიგით.

2. 10 ივნისს ეროვნული კრების საბჭო ხალხის გადაწყვეტილებით ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ...

3. სახალხო მოთხოვნიდან გამომდინარე, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ამტკიცებს გადაწყვეტილებას მოქმედი მთავრობის გადაყენებისა და ახალი მთავრობის შექმნის შესახებ“, - განაცხადა გალსტანიანმა.

 

ამავდროულად, იმისთვის, რომ „თავისი ულტიმატუმი არგუმენტებით დაემტკიცებინა“, ბაგრატ გალსტანიანი ღიად მოუწოდებდა არეულობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ. „სომხური გაპონის“ მხარდამჭერთა მსურველი კი ცოტა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რომ გალსტანიანი და მისი მომხრეები ცდილობდნენ პიკეტების მოწყობას და ხელისუფლების ბლოკადას.

 

„მუქარის მასშტაბების“ შეფასებისას, უფრო სწორად, მომიტინგეების შედარებით მცირე რაოდენობისა ადრე დაპირებულ თითქმის „სახალხო აჯანყებასთან“ შედარებით, სომხეთის ხელისუფლებამ ამჯერად უგულებელყო ულტიმატუმი. ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ვერ ხედავდა აზრს მთავრობის გადადგომაში. მისი თქმით, მთავრობა და პრემიერი ხალხის ნდობით სარგებლობენ.

 

ამრიგად, არქიეპისკოპოსის ბაგრატ გალსტანიანის „პირველი შეტევა“ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაზე "ჩაფლავდა". ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეჯმიაძინთან კონფლიქტი არ ემუქრება ნიკოლ ფაშინიანის ძალაუფლებას? და რომ ძალაუფლების შეცვლის ახალი მცდელობები არ იქნება? ნამდვილად არა!

 

არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანის ქმედება „საცდელი ბუშტი“ გახლდათ. დიდი ალბათობით, არც ეჩმიაძინი და არც მის უკან მყოფი ძალები ახლა არ აპირებდნენ ფაშინიანის ჩამოგდებას. დამხობის მიზეზი - სომხეთის მიერ 4 აზერბაიჯანული სოფლის გათავისუფლება, რაც გალსტანიანმა გააპროტესტა - არც თუ ისე მასშტაბურია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეჯმიაძინი უახლოეს მომავალში არ განახორციელებს დღევანდელი ხელისუფლების აგრესიული რევანშისტებით ჩანაცვლების უფრო სერიოზულ მცდელობას. ის, რომ ასეთი ხელისუფლების ცვლილებისა და შემდგომი ომის შედეგად სომხეთის რესპუბლიკას, როგორც სახელმწიფოს, კატასტროფა ემუქრება, მშვენივრად ესმის ეჩმიაძინს და გრძნობს „მთელი სხეულით“. მიუხედავად ამისა, მან შეიძლება შეგნებულად ჩაიდინოს ეს იმ „ისტორიული“ როლის დასაბრუნებლად, რომელსაც იგი იმთავითვე თამაშობდა სომეხი ხალხისთვის.

 

მოგეხსენებათ, სომხური ეთნიკური ჯგუფის სახელმწიფოებრიობა მხოლოდ 1918 წელს წარმოიშვა. ყველა სხვა ისტორია „უძველესი დიადი სომხეთის“ შესახებ სხვა არაფერია, თუ არა მითები და ზღაპრები, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ. თუმცა, „შემგროვებელი და მცველი“ ამ მითებისა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა სომხურ ნაციონალიზმში და სომხური ტერორიზმში, იყო ეგრეთ წოდებული სომხური სამოციქულო ეკლესია (AAC), თავისი მონოფიზიტური რელიგიით და ცენტრით ეჩმიაძინში.

 

რა თქმა უნდა, ე.წ „სომხურ პროექტის“ ჩამოყალიბებაში  თავისი როლი შეასრულა როგორც ვატიკანმა (რომელმაც არსებითად ეჩმიაძინი თავის თანამგზავრად აქცია), ისე დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებმა. თუმცა, ექსტრემისტული „სომხური პროექტის“ მთავარი „მმართველი და წარმმართველი ძალა“ სწორედ ეჩმიაძინის საეკლესიო ორგანიზაცია იყო.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ცარისტული რუსეთის მთავრობის მცდელობამ - ჩამოერთვა 1903 წელს სომხური ეკლესიის ქონება და სომეხი ეროვნების ბავშვებისთვის სკოლები მისი ქვეშევრდომობიდან გაემიჯნა - გამოიწვია სომხური ტერორიზმის აფეთქება და აიძულა მთავრობა "უკან დაეხია". სწორედ ეჩმიაძინს ეკისრება პასუხისმგებლობა 1915 წლის ტრაგედიაზე, როდესაც მისი „კურთხევით“ დაშნაკებმა დაიწყეს ტერორი ოსმალეთის იმპერიის მშვიდობიანი მუსლიმური მოსახლეობის წინააღმდეგ და აჯანყება მოაწყვეს თურქეთის ჯარების ზურგში, რის გამოც ოსმალეთის ხელისუფლება იძულებული გახდა საკმაოდ მკაცრი ანტიტერორისტული ზომები მიეღო.

 

მართალია, ათეისტურ სსრკ-ში ეჩმიაძინის როლნა, ერთი შეხედვით, უკანა პლანზე გადაიწია, სინამდვილეში ის კვლავაც დარჩა სომხური ნაციონალიზმის „სულიერ ცენტრად“. იგი მაშინაც პროპაგანდირებდა სხვა ხალხების მიმართ შეუწყნარებლობას და თურქოფობიას მაშინაც კი, როდესაც სომხური სსრ კომუნისტები „ხალხთა მეგობრობას“ თამაშობდნენ.

 

სსრკ-ს დაშლის წინა სწორედ ეჩმიაძინი იყო „მიაცუმის“ ერთ-ერთი მთავარი სულსჩამდგმელი - აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხეთის სსრ-ში შეერთების მოთხოვნით. გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ორგანიზების „ბინძური საქმე“ კი - მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის განდევნა სომხეთიდან და ყარაბაღიდან, ამ ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია სომხური ჯარების მიერ- საკუთარ თავზე აიღო ყოფილი კომკავშირელებისა და სპეცსამსახურების წევრებისგან შემდგარმა ე.წ. ყარაბაღის კლანმა.

 

„ყარაბაღის კლანმა“, რომელმაც სომხეთის რესპუბლიკაში ნაციონალიზმის ტალღაზე და 1999 წლის ოქტომბერში განხორციელებული ტერაქტის დახმარებით მოახერხა ხელისუფლებაში მოსვლა, უკიდურესი კორუფციით მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია და 2018 წელს ჩამოაშორეს ხელისუფლებას, ხოლო შემდეგ ყარაბაღის ომში დამარცხებით და სეპარატისტული „არცახის“ ლიკვიდაციით „დაკარგა ბაზები“. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა სომხური ნაციონალისტური პროექტის „ხელმძღვანელობა“ „ბიზნესმენი“ თაღლითების მიერ, როგორიცაა რუბენ ვარდანიანი. და შედეგად, ეჯმიაძინმა კვლავ დაიწყო „ჩრდილიდან“ გამომოსვლა, როგორც სომხურმა ნაციონალისტურმა პროექტის წამყვანმა ძალამ. უფრო მეტიც, ეს ჩრდილიდან გამოსვლა საკმაოდ ჭკვიანურად მიმდინარეობს. თავდაპირველად ეჯმიაძინმა მისცა სრული „გაკოტრების“ შესაძლებლობა ყარაბაღის კლანის რევანშისტებს . შემდეგ კი 44-დღიანი ომის შემდეგ განწირული „არცახის“ სრულ ლიკვიდაციას დაელოდა. შემდეგ დაიცადა და საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის დაწყებას დაელოდა. და როცა გაირკვა, რომ ყველა სხვა რევანშისტი და ტერორისტი დათანხმდა იმავე ბაგრატ გალსტანიანის „საყრდენი“ გამხდარიყო, თავის „საჯარო“ მოქმედებაზე გადავიდა. თანაც, ზღვრული „ხაზების“ გადაკვეთის გარეშე და იმავე ფაშინიანისთვის გასაგებად, რომ შესაძლებელია „შეთანხმება“.

 

შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, როდის დაიწყებს ეჩმიაძინი ახალ „შეტევას“. ეს იქნება სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერისა და ზანგეზურის დერეფნის გახსნის წინა დღეს, თუ, რა თქმა უნდა, საქმე აქამდე მივიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაგრატ გალსტანიანის იმავე მოძრაობას შეუერთდნენ ყველაზე თავხედი ტერორისტები და მკვლელები, სავსებით შესაძლებელია მიზანმიმართული პროვოკაციები, რათა სომხეთი ახალი რეგიონული ომის ეპიცენტრად იქცეს.

 

ამ ომში სომხეთი განწირულია მარცხისთვის, რა რევანშისტური იდეებითაც არ უნდა იყოს შთაგონებული. ზოგადად სომხეთის რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო, შეიძლება გაქრეს და სომხები დაიქსაქსონ დიასპორულ „ცენტრებში“ მთელს მსოფლიოში. ბუნებრივია, ამის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკოსების როლი დიასპორაში ნულამდე დაიწევს, ისევე როგორც სეპარატისტული ლიდერების (თუნდაც „არცახელ“ სომხებს შორის ჯერ კიდევ თავისუფლებაში) როლი დაეცა ნულამდე.  ეჯმიაძინის რელიგიურ გავლენას დიასპორასა და სომხურ თემებში საფრთხე არ დაემუქრება. სიტუაცია გარკვეულწილად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც სომხები ცხოვრობდნენ საკუთარი სახელმწიფოს შექმნამდე, როდესაც იყო სომხური ეკლესია და სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული თემები და დიასპორები. ე.ი. იქნება "სომხური პროექტი", ოღონდ ისევ ეროვნული სახელმწიფოს გარეშე, ოღონდ მხოლოდ მითებით და "გამოტოვებული შესაძლებლობებით". ეს კი უკვე იქნება ახალი სამყაროს ფარგლებში. იმ პოზიციების გათვალისწინებით, რომლებსაც ეთნიკური სომხები იკავებენ ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია, ეს იქნება სერიოზული ძალა.

 

ეჩმიაძინის მიერ მართული სომხური თემები ყოველთვის იქნება მოთხოვნადი, როგორც გლობალური მოთამაშეების, მათ შორის ვატიკანის, „აგენტები“. სომხები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო არ გააჩნიათ, ბევრად უფრო ეფექტური იქნებიან ეროვნული სახელმწიფოების დემონტაჟში, ვიდრე მაშინ, რომ სომხეთის რესპუბლიკას არსებობა და მშვიდობიანი განვითარება გაეგრძელებინა. ფაქტობრივად, სომხური ეთნიკურ ჯგუფს აიძულებენ შეასრულოს იგივე ფუნქციები, რაც მსოფლიო კულისებში მათ 110 წლის წინ დაუწესეს, როდესაც ამოცანა იყო „იმპერიების დაშლა“, მაგალითად, იგივე ოსმალეთის იმპერიისა.

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები