საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

12.06.24 13:26


ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრ ერიკ ტომაშს შეხვდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

„განიხილეს, საქართველოში, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით, პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკ კოლეგას, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი, მდგრადი, სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა.

 

ამასთან, იმსჯელეს შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და სტანდარტებზე. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მიმდინარე რეფორმების განხორციელებისას, სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები