პოლიტიკა

ოთარ შამუგია მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა

17.06.24 15:49


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრ ესაულენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

 

„მოხარული ვარ, თქვენთან შეხვედრით. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნები გადიან ევროკავშირში ინტეგრაციის რთულ და საპასუხისმგებლო გზას. ვფიქრობ, კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობით შევძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას და დროულად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ და ყურადღება საექსპორტო პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გაამახვილა.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მოხარული ვიქნებით თუ მოგვეცემა გამოცდილების გაზიარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა“,- განაცხადა ალექსანდრ ესაულენკომ.

 

საუბარი შეეხო საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ბიზნესფორუმის ორგანიზების საკითხს, რაც ხელსაყრელ გარემოს შექმნის საქმიანი ურთიერთობების განვითარებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები