საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებაა

18.06.24 11:35


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დღეს დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებს შეხვდა და პროექტი გააცნო.

 

„კულტურულ და ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სუვენირებში გამოსაყენებელი ძირითადი სიმბოლიკის იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ, ხარისხიანი თანამედროვე ვიზუალის მქონე სასუვენირე და ხელნაკეთი ნივთების ახალი კოლექციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ეფექტურ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

 

პროექტზე მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად მოხდეს სიმბოლოების დასაბუთებული იდენტიფიცირება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები