პოლიტიკა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისს განიხილავს

18.06.24 13:57


„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონების პაკეტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე განიხილავს. კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული.

 

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.

 

დოკუმენტის მიხედვით, ქორწილი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ალტერნატივა არ დაიშვება, იკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია, ცვლილებები ეხება შვილად აყვანას, პროპაგანდა იკრძალება განათლების სექტორში. კანონი სულ 8 საკითხს ეხება, რომლის მოწესრიგებაც 19 კანონში ცვლილებებით იგეგმება.

 

საპარლამენტო უმრავლესობამ 4 ივნისს დააინიცირა კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში“.

 

ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის;დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები;აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება;სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხში, აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება;დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება;დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;შრომით ურთიერთობებში როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.

 

 

pt.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები