მსოფლიო

სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმეს

18.06.24 16:39


სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის საარტილერიო დანადგარის შეძენასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმეს, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

 

მისი თქმით, სურენ პაპიკიანთან თბილი და პროდუქტიული დიალოგი ჰქონდა.

 

„Caesar-ის იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, ახალ მნიშვნელოვან ეტაპს მიღწეულია“, - აღნიშნა ლეკორნუმ.

 

შეგახსენებთ, ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი აპირებს სომხეთს, სამი რადარის გაყიდვით და Mistral-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმებით, საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. საფრანგეთმა ასევე გადაწყვიტა, სომხეთს Bastion-ის ტიპის 50 ჯავშანტექნიკა გაუგზავნოს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები