რეგიონი

აფხაზეთში, რუსეთთან ე.წ. საზღვარზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

24.06.24 14:29


სამართალდამცავებმა აფხაზეთში, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე სროლაში ეჭვმიტანილები დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განმარტებით, სროლის ექვსი მონაწილიდან სამი დააკავეს, მათგან ერთი -რუსეთის ტერიტორიაზე. კიდევ სამს კი ეძებენ. მისივე ინფორმაციით ყველა ეჭვმიტანილი „აფხაზეთის მოქალაქეა“. დაპირისპირების მიზეზი ხანგრძლივი ქონებრივი კონფლიქტი გახდა.

 

ე.წ. საზღვარზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები