პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს!

24.06.24 17:07


ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის სამსახურია დაესწრონ სხდომებს.

 

„ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როცა საკითხის მითითების გარეშე სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს, ეს არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის, არსად, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, ბოიკოტი წესი არ არის. ჩვენთან ოპოზიციის ხელში, უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული. ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები