პოლიტიკა

ლევან იოსელიანი - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები

25.06.24 18:00


ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ არის.

 

“სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები არ განახლებულა. ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ არ არის გაწერილი სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები და არც საკმარისი სამართლებრივი გარანტიებია თვითნებობის თავიდან ასაცილებლად.

 

ზოგიერთი ფსიქიატრიული დაწესებულების არათერაპიული და ქაოტური გარემო, მათ შორის, სიმჭიდროვე, პირადი სივრცისა და განმარტოების შესაძლებლობის დეფიციტი; ასევე, დამხმარე პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა უარყოფითად აისახება პაციენტთა უსაფრთხოებაზე და მათ მხარდაჭერაზე სხვადასხვა სერვისების მისაღებად. ყველა დაწესებულებაში გამოწვევაა სუფთა ჰაერი, ეზოში გასვლის, ან რაიმე აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. პაციენტებს უკიდურესად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი“, -აცხადებს იოსელიანი.

 

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე შეეხო სამართალდამცავების მხრიდან დაკაკვებულებს მიმართ შესაძლო ძალის გადამეტებაზე.

 

„2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებულ პირთა ნაწილი კვლავ საუბრობდა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. ცალკეულ შემთხვევებში კვლავ პრობლემურია დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები