პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: რა ჯანდაბაში გვინდა პორტი ჩინელების ხელში, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ ქართველებს

08.07.24 15:44


რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში - ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად! ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ანაკლიაში ლაზიკის პორტი გათვლილი იყო იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დასაქმებულიყო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე.

 

„ამათ გადაწყვიტეს ჩინელები შემოიყვანონ, ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში, გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას?! ისევე, როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც იმისთვის შევქმენით, რომ 60 ათასი ადამიანი დაგვესაქმებინა, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ჩვენ საქართველო საქართველოს მოქალაქეებს უნდა დავუბრუნოთ. ძალიან უჭირს იმ თაობას, რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. ჩემი შვილი, ნიკოლოზი მუშაობდა კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში 4 ლარს იღებდა, მისი თანატოლები, ასევე, მუშაობენ, ოჯახები ჰყავთ შესანახი. როდესაც ასე მუშაობ, სწავლის და განვითარებისთვის დრო არ რჩებათ. ეს ის თაობაა, რომელსაც თავის დროზე „მიშას თაობა“ ვუწოდე. ეს ის თაობაა, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ძალაუფლება. ეს თაობაა, რომელმაც საქართველო ძალიან წინ უნდა წაიყვანოს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

imedinews

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები