ანალიტიკა

სომხების პანიკა აფხაზეთში... მოუწევთ არა საკუთარი, არამედ სხვების  სახლების დატოვება

09.07.24 10:52


საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სეპარატისტული„არცახის“ ლიკვიდაციამ გამოიწვია პანიკა ქართულაფხაზეთში მცხოვრებ სომეხ ჩამოსახლებულებში, რომელთაგან ბევრ მათგანს, რომლებიც სისასტიკითგანთქმული ბაგრამიანის სახელობის ბატალიონისა დასხვა ბანდფორმირებების შემადგენლობაშიმსახურობდნენ, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობისწინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით შეებღალასახელი. მათ შიში გაუჩნდათ, რომ სომხური ლობის მიერკონტროლირებადი სოხუმის სეპარატისტული რეჟიმისპერსპექტივები დაახლოებით იგივეა, რაც ხანკენდისლიკვიდირებული სეპარატისტული რეჟიმისა, რომლისფუნქციონერები გაიქცნენ აზერბაიჯანული ყარაბაღიდან, ხოლო ზოგიერთი ლიდერი აზერბაიჯანის ციხეშიაღმოჩნდა.

 

დრეს უამრავი აფხაზი უკვე აცნობიერებს მოძმე ქართველხალხთან შერიგების აუცილებლობასს. სულ უფრო მეტიუჭერს მხარს აფხაზთა და ქართველთა საერთოსახელმწიფო ერთიანობას. მეტიც, აფხაზებსსაქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აქვთროგორც ავტონომია, ასევე აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსი.

 

თუკი აფხაზებს შორის უკვე სულ უფრო მეტიასაქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიულიმთლიანობის მომხრეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამასღიად აცხადებენ, ეთნიკურ სომხებს შორის, რომლებმაცთავად აფხაზეთში დიდი ხანია რაოდენობივადგადააჭრგბეს აფხაზებს, არ ყოფილა არც ერთიგანცხადება შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ.


პირიქით, აფხაზი სომხები ყველაზე მეტადქართველთმოძულეობის პროპაგანდას აწარმოებენ დასაუბრობენ აფხაზეთისა და საქართველოს გაერთიანებისთითქოს „შეუძლებლობაზე“. გასაგებიცაა რატომ ხდება ეს. სომეხი ნაციონალისტებისთვის ზღვისპირა აფხაზეთიბევრად უფრო ღირებული უცხო მიწაა მასობრივიდასახლებისთვის, ვიდრე თუნდაც იგივე „არცახი“, რომელიც სომხების უმრავლესობამ სინანულის გარეშედატოვა. ბევრი მათგანი უკვე გადავიდა აფხაზეთში ანაპირებს ამის გაკეთებას.

ამიტომ, ასეთი სომეხი ნაციონალისტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ერევნის ოფიციალური განცხადებები საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის აღიარების შესახებ და მრავალი წლისგანმავლობაში სომხეთის დელეგაციის მიერ გაეროსგენერალურ ასამბლეაზე ქართველ დევნილთა აფხაზეთსადა სამაჩაბლოში დაბრუნების სასარგებლოდ პირველადკენჭისყრა. თუნდაც მათი „ფორმალურობის“ მიუხედავად. შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთმა აფხაზმა სომეხმა, პოლიტოლოგმა რობერტ უსტიანმა ცოტა ხნის წინინტერვიუ მისცა, რომელშიც სომხეთის ხელისუფლებაფაქტობრივად სომხური ინტერესების ღალატშიდაადანაშაულა. მისი თქმით, ტერიტორიულიმთლიანობისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისას, სომხეთის ხელისუფლება ფაქტობრივად დაჟინებითმოითხოვს სომეხი ხალხის აფხაზეთიდან განდევნას:

Alpha News-ის პირდაპირ ეთერში პოლიტოლოგმა რობერტუსტიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის თემამ, რომელიც წამოჭრა სომხეთისამჟამინდელმა ხელისუფლებამ, შეიძლება გამოიწვიოსსომეხი ხალხის განდევნა აფხაზეთის რესპუბლიკიდან.

 

„ახლა მე შაუმიანის ქუჩაზე ვარ და ღმერთმა იცის, რომარა განზრახ. მის პარალელურად თუმანიანის ქუჩაა, გვერდით კი აბოვიანის ქუჩა. ვფიქრობ, ჩვენს სომეხმაყურებელს არ სჭირდება ახსნა, ვინ არიან ესადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახელები ოქროსასოებით დაწერეს სომხეთის ისტორიაში. დასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემისპროპაგანდით, ამის დაჟინებითა და პროაქტიულიპოზიციით, სომხეთის ხელისუფლება ფაქტობრივადუბიძგებს სომეხი ხალხის აფხაზეთის რესპუბლიკიდანგანდევნას. სომეხი ხალხმა აფხაზ ხალხთან და კავკასიისსხვა ხალხებთან ერთად იცავდა თავის უფლებას ეცხოვრამშობლიურ მიწაზე, წინ აღუდგა ქართულ ნაციონალიზმსდა ექს-პრეზიდენტი გამსახურდიას ნეონაციზმს, რომელიცცდილობდა ყველა ჩვენგანის გაგვედევნას აქედან დააფხაზეთის საქართველოს ტერიტორიად გადაქცევას. საქართველოს მთლიანობა იმას ნიშნავდა, რომათიათასობით სომეხს უნდა დაეტოვებინა სახლები, მაგრამ ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებდით.

 

აფხაზეთის სომხებს მხოლოდ ერთი სამშობლო აქვთ - აფხაზეთი. ამიტომ, აფხაზ ხალხთან და აფხაზეთისრესპუბლიკის სხვა ხალხებთან გაერთიანების შემდეგ, ჩვენ ახლა ვაშენებთ საკუთარ სახელმწიფოს, რომელიცდე ფაქტო არსებობს და დე იურეა აღიარებულიმსოფლიოში ბევრის მიერ. დარწმუნებული ვართ, რომადრე თუ გვიან სომხეთის რესპუბლიკაც აღიარებს ამმიწაზე ჩვენი არსებობის ფაქტს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზებმა მიგვიღეს ოსმალეთის იმპერიაშიმომხდარი საშინელი მოვლენების შემდეგ“, - განაცხადა რობერტ უსტიანმა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის გარეთ ზოგიერთისომეხი რბილად მიანიშნებს რობერტ უსტიანის მსგავსადამიანებს, რომ ამაოა მათი მხრიდან აგრესიული ქართველთმოძულეობის პროპაგანდირება. რადგან "დროშეიცვალა". „ყველაფერს სწორად ამბობს, თუმცა... წარსულზე აწმყოში და განსაკუთრებით მომავალშიაფხაზეთის სომხებს მხოლოდ ერთი სამშობლო აქვთ - ესარის საქართველო, ისევე როგორც ჯავახეთის დათბილისის სომხებს, რომლებთანაც აფხაზი სომხებიგანუყოფლად არიან დაკავშირებული, ყველაფერიდანარჩენი გარე ძალების პროვოკაციაა. - ასეგამოეხმაურა ერთ-ერთი მომხმარებელი რობერტუსტიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოსვლას.

 

რას ვიზამთ, აფხაზი სომხები იმეორებენ თავიანთიყარაბაღელი თანატომელების შეცდომას. აზერბაიჯანისმოქალაქეობის მიღებისა და აზერბაიჯანულსაზოგადოებაში ინტეგრაციის ნაცვლად, ისინი ბოლომდემხარს უჭერდნენ სეპარატიზმს და არაფრის მოსმენა არსურთ  აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრებაზე. ისე, ისინი ძალით აზერბაიჯანშიც არავის დაუკავებია.

 

იმისათვის, რომ არ გაიმეორონ „არცახელი“ სომხებისბედი, მათმა აფხაზმა თანატომელებმა დღეს უნდაგაიგონ, რომ აფხაზეთის მომავალი, ცალსახად,  ერთიანისაქართველოს შემადგენლობაში ყოფნაა. სომხებსმოუწევთ სხვისი სახლების დატოვება - ქართველიდევნილების უკანონოდ მიტაცებული "ნაალაფევი უძრავიქონება". თუმცა, როგორც რობერტ უსტიანი ამბობს, მათსაკუთარი სახლებიდან არავინ გააძევებს.

 

ცხადია, საქართველოს მოქალაქეობრივი უფლებებისარმქონე მიგრანტებს ყარაბაღიდან და სომხეთისრესპუბლიკიდან, საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენის შემდეგ,  მოუწევთ აფხაზეთისტერიტორიის დატოვება (შესაბამისად, ის ყარაბაღელისომხები, რომლებიც აპირებენ აფხაზეთში გადასვლას. კატეგორიულად გირჩევთ არ გააკეთოთ ეს), მაგრამ ყველასომეხს, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთის ასსრ-ში, როგორც საქართველოს სსრ შემადგენლობაში, და მათშთამომავლებს აქვთ საქართველოს მოქალაქეობისუფლება. ამიტომ, ვიდრე გვიანი არ არის, მათ უნდააღადგინონ საქართველოს მოქალაქეობა და იყვნენსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაღდგენისთვის მებრძოლთა შორის, რათა მოგვიანებითბოლო წუთას არ მოუწიოთ საცხოვრებელი ადგილისდატოვება, როგორც ეს ყარაბაღელმა სომხებმა გააკეთეს.

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 901


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები