პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირის ქვეყნები დიდი ხანია, გადასულია დაგროვებითი პენსიის სისტემაზე, რაც აძლევს საშუალებას თითოეულ პენსიონერს, ჰქონდეს უფრო ღირსეული პირობები  

08.07.24 17:53


გაუგებარია, რას ემსახურება კვლევა - თუ ამ კვლევას უნდა ეთქვა, რომ ევროკავშირში უფრო მეტია პენსიის მოცულობა, ალბათ, ეს ისედაც ვიცოდით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, სამწუხაროდ, კვლევა უფრო მეტ, სიღრმისეული ანალიზის საშუალებას არ იძლევა.


„ამასთანავე, არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნები დიდი ხანია, გადასულია დაგროვებითი პენსიის სისტემაზე, რაც რა თქმა უნდა, აძლევს საშუალებას თითოეულ პენსიონერს, რომ ჰქონდეს უფრო ღირსეული პირობები და თავისთავად, შემოსავალი. ის ფაქტი, რომ საქართველოს რეფორმების ფარგლებში, ჩვენც გადავედით დაგროვებით სისტემაზე და გარკვეული წლების შემდეგ, მოგვცემს მოცემულობას, რომ ჩვენი პენსიონერები მიიღებენ მათი შემოსავლის პროპორციულად გაცილებით უფრო მეტ და ღირსეულ პენსიას, რა თქმა უნდა, ეს პოზიტიური აქცენტი, სამწუხაროდ, ამ კვლევაში არ იკვეთება“, - განაცხადა წილოსანმა.

 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მონაცემებით, ევროკავშირში თვიური პენსია 13-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ხელისუფლების განმარტებით, არასწორია მაღალშემოსავლიან ქვეყანაში არსებული პენსიების შედარება საშუალო შემოსავლიან ქვეყნებთან. პროგნოზით, 2030 წელს საქართველოც მაღალშემოსავლიან ქვეყნების სიაში იქნება. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პენსიებისა და ხელფასების შედარება.

 

imedi

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები