პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - ცოტა ხანში ვიქნებით ქვეყანა, რომელთან მეგობრობა სხვა ქვეყნებისთვის უხერხული იქნება, ეს გარემოება უნდა შევცვალოთ, საშემოდგომოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ

09.07.24 13:47


ასე თუ გავაგრძელებთ, ცოტა ხანში ის ქვეყანა ვიქნებით, რომელთან მეგობრობა სხვა ქვეყნებისთვის უხერხული იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისი თქმით, პენტაგონის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის მაღვიძარასავით არის, რომელზე პასუხიც არჩევნებზე უნდა დაფიქსირდეს.

 

„ქართველი ხალხისთვის მაღვიძარასავით არის, რომ სანამ „ქოცებს“ ხრამში გადავუჩეხივართ, მანამდე საშემოდგომოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მგონია, ეს მესიჯები თანდათან უფრო მკაფიო გახდება, რადგან ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის მეგობრების ყოფნას. თუ ასე გავაგრძელებთ, ცოტა ხანში ქვეყანა ვიქნებით, რომელთან მეგობრობა სხვა ქვეყნებისთვის უხერხული იქნება. ეს გარემოება უნდა შევცვალოთ. ამ ნეგატიური მესიჯის პოზიტიურ კონტექსტში გამოყენება ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება – ჩვენს გამოსაფხიზლებლად და შემოდგომაზე რაღაცის შესაცვლელად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები