პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: საქართველო არის NATO-თვის ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი

09.07.24 14:24


ვაშინგტონში დღეს NATO-ს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი იხსნება. განიხილავენ უსაფრთხოების გამოწვევებსა და პოლიტიკის საკითხებს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს.

 

როგორც NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი განიხილავს საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს.

 

„საქართველო არის NATO-თვის ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი და ყველაზე ახლო პარტნიორი. ჩვენ ეს წლების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ. და ამავე დროს საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ. ჩვენს მინისტრს ექნება საშუალება, რომ ფართო მასშტაბში განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები თავის კოლეგებთან. NATO-ელ კოლეგებთან, სადაც გამართავს სადილს ამერიკელი კოლეგა ენტონი ბლინკენი. ისევე როგორც მას ექნება საშუალება საიუბილეო მიღებაზე მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტ ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე. და ამავე დროს ექნება საშუალება, რომ ორმხრივი შეხვედრები გაიმართოს, როგორც NATO-ელ კოლეგებთან უმაღლეს დონეზე, ასევე თავის კოლეგებთან საგარეო საქმეთა მინისტრებთან სადაც ჩვენთვის მტკივნეულ საკითხებზე, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობა იქნება, სუვერენიტეტი იქნება, თავდაცვის უნარიანობის ამაღლება იქნება, თუ ამავე დროს NATO-ში მომავალი სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

imedi

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები