პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები

09.07.24 15:00


საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში და მსოფლიოშიც უსამართლო პროცესი მიდის, რომელიც აუცილებლად დასრულდება და იქნება სამართლიანი მიდგომა.

 

„დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები. მაგიდაზე როდესაც დევს საერთაშორისო ინსტიტუციების დასკვნები საქართველოს პოზიტივზე ნებისმიერი მიმართულებით, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტური ნიშნულით რომ გაქვს გამოცდა ჩაბარებული და ამ დროს, საგამოცდო კომისია გეუბნება, გამოცდის ჩაბარების პროცესი შეჩერებულია, ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რასაც ვამბობთ, მიდგომებია უსამართლო და სწორედ ეს არის ანტიევროპული განცხადებები. ჩვენ პროცესს მშვიდად მოვყვებით და უსამართლო პროცესი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია, აუცილებლად დასრულდება და სამართლიანი მიდგომა იქნება, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები