ეკონომიკა

საქსტატი - ივნისში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.9 პროცენტით მეტი იყო და 3.1 პროცენტი შეადგინა

10.07.24 14:35


2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.

 

საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის ივნისში ინფლაციამ 3.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.9 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2.2-პროცენტიან ინფლაციაზე.

 

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 1.0%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 2.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 3.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – -2.4%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -3.6%; ჯანმრთელობის დაცვა – 0.7%; ტრანსპორტი – 10.2%; კავშირგაბმულობა, – -1.1%; დასვენება, გართობა და კულტურა – 0.1%; განათლება – 3.7%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 9.9%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 2.5%.

 

1tv.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები