ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ “ბონდო არველაძე” ნაწილი 7

26.05.17 23:00


ნურას უკაცრავად! სომხეთის უდიდესი ქალაქის – მისი დედაქალაქის ანისის არქიტექ-ტურაზე საუბრისას ტოკარსკი წერს: „XIII-XIV საუკუნეების ანისის მმართველთა საინტერესო დახასიათებას გვაძლევს ნ.ი. მარი: „ანისის მმართველები, თუმცა წარმოშობით სომხები, ეროვნულ პრინციპებში არცთუ ისე მტკიცენი იყვნენ. მათი ნაციონალიზმი ეკლესიის ზღურბლს არ სცილდებოდა. ეკლესიაში და ეკლესიაზე (წარწერებში) მათთვის სავალდე-ბულო წმინდა სომხური ენა რეალურ ცხოვრებაში ჰკარგავდა თავის მიმზიდველ ძალას. არაბული, ზოგჯერ სპარსული წარწერა, მაგრამ არასოდეს არც ერთი სომხური ასო საუცხოო ჭურჭელზე, რომელიც უეჭველად ეკუთვნოდა ანისის უკანასკნელ მპყრობელებს, სარწმუნოებით ქრისტიანებს, ეროვნებით სომხებს. არამცთუ დამწერლობა, არამედ, ეტყობა, სიუჟეტებიც არჩეული და გააზრებულია საეკლესიო სომხური ტრადიციების, ძველი სომ-ხური საეკ¬ლესიო მხატვრობის გარეშე. არსად მინიშნებაც არ ჩანს რაიმე სომხურ ხალხურ ყოფით ნიშნებზე” (გვ. 295)...

თითქოსდა, მარის მიერ დახატული სურათი სავსებით შეესა-ბამება ზემოთ ციტირებულ ტოკარსკის ზოგად დებულებას „სელჯუკთა ეპოქის” ქალაქური კულტურის ხასიათის შესახებ.

არა, ტოკარსკი აუცილებლად მიიჩნევს, რომ შორეულ წინაპრებს დაგვიანებული ჭკუის სწავლება დაუწყოს ნაციონალიზმის უქონლობის გამო, იმის ნაცვლად, რომ მშვიდად, ისტორიულად განიხილოს ნაციონალიზმის უქონლობა ერთთათვის და ქონა მეორეთათვის, გარკვეულ ხალხთა სხვა ხალხებზე კულტუ¬რული ზემოქმედების მიზეზები და პირობები;

როცა მოგვი¬თხრობს, თუ ვინმე პარონი საჰმადინი მრენში თავისი სა¬სახლისათვის როგორ „იღებს ნიმუშად არა პარონის ანისის სასახლეს ან სასტუმროს, არამედ ყარამან-კაპუსუს მეჩეთს კონიაში”, ტოკარსკი წერს: „პარონი საჰმადინი არ უფიქრ¬დებოდა იმას, რომ საუკუნის დასაწყისში სომეხი ხურო¬თმოძღვრების დამუშა-ვებული მშობლიური ფორმების სა¬ფუძველზე შეექმნა რაიმე ახალი... სომეხი საზოგადოების სათავეში მდგომთა ნაციონალიზმი, მართლაც „არ სცილ¬დებოდა ეკლესიის ზღურბლს”, ვინაიდან პორტალის ასეთმა მოპირკეთებამ თავისი ადგილი ჰპოვა არა მარტო სასახლეებში, ქარვასლებში (სელიმი) და კარიბჭეებში (ტამჯირლუ), არამედ თვით ეკლესიებზეც, როგორც ეს შეიძლება ვნახოთ, მაგა¬ლითად, ეღვარდში” (გვ. 296-297).

ადამიანთა შეგნებისა და შემოქმედების ეროვნულ ფორ¬მებზე, ეროვნულ კულტუ¬რებზე, ეროვნებათა ჩამოყალიბების პროცესსა და ნაციონალიზმზე ამდენი ლაპარაკისას ტოკარსკის წინასწარ აკვიატებული, აჩემებული იდეები ხელს უშლის ობიექტური, მეცნი¬ერული თვალით შეხედოს ისტორიულ მოვლენებს. მას აბსოლუტურად არავითარი უფლება არა აქვს, როგორც ჩვენ ეს ზემოთ ვაჩვენეთ, ტაო-კლარჯეთის მოსახ¬ლეობა თავისი კულ¬ტურით სომხურ ეროვნულ-კულტურულ სამყაროს მიუერთოს, ამასთანავე, სვანები და სვანეთი გამორიცხოს ქართული ეროვნულ-კულტურული კოლექტი¬ვიდან; ეს, მიუხედავად იმისა, რომ სვანები ქართული ტომია, რომელიც დიდი ხანია შერწყმულია ქართველი ერის შემად-გენლობას, რომ სვანები საერთოქართული ეროვნული თვით¬შეგნების მატარებლები არიან, რომ ქართული ენა მათთვის დამწერლობისა და კულტურის ერთადერთი ენაა. ტოკარსკის არ აშინებს ის, რომ მისი გამოხდომა კოლონიზატორთა და იმპერიალისტთა ძველ ლათაიას წარმოადგენს, ვერც კი იტყვი, ახალ ჰანგზეო!

ტოკარსკი ფიქრობს, რომ სომხები ასეთებადვე რჩებიან, თუნდაც ქართულ-მართლ-მადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნე¬ბოდნენ. რასაკვირველია, ოდენ ერთი სარწმუნოებრივი ნიშანი ვერ წყვეტს ეროვნული კუთვნილების საკითხს; მაგრამ ტოკარსკის ისიც ჰგონია, რომ ყველა, ვინც კი სომხურ-გრი¬გორიანულ ეკლესიას მიეკუთვნებოდა, უკვე მარტო ამ ნიშნით უნდა განვიხილოთ, როგორც სომეხი. სხვაგვარად რა სა¬ფუძველია ზაქარია მხარგრძელი სომეხად მივიჩნიოთ? ტო¬კარსკი ვერ მიმხვდარა, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ჩამოყალიბებული ეროვნებები შედგებოდნენ ეთნიკური თვალ¬საზრისით სხვადასხვანაირი ელემენტებისაგან, რომ ერთი ეროვნებიდან მეორეში გადასასვლელად ადამიანებს სულაც არ სჭირდებათ ასწლეულები.

ჩვენ განვიხილეთ არაერთი გამონაგონი, უსაფუძვლო და ვითომ საფუძვლიანიც კი, განვიხილეთ არაერთი უხეში მე¬თოდოლოგიური და ფაქტობრივი შეცდომა ტოკარსკის წიგნისა. ამგვარმა შეცდომებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო ამოცანა – მოცემულიყო სომეხი ხალხის მდიდარი ეროვნული არქიტექტურა, გადაუჭრელი დარჩა და ის სერიოზულ, მომზადებულ სპეციალისტებს ელოდება.

ჩვენ, აგრეთვე ვუჩვენეთ, ამ წიგნში მეცნიერული უპრინციპობის გვერდით თავს როგორ იჩენს უჩვეულო, ისტორიის პირდაპირ ფალსიფიკაციამდე მიმყვანი საზოგადო¬ებრივი „პრინციპები”, რომლებიც მთელი სიმკაცრით გაკიცხვის ღირსია. ისტორიული მეცნიერება განვითარებას ვერ შეძლებს, თუკი გადაჭრით არ გაემიჯნება ყველა მსგავს ანტი-საზოგადოებრივ და ცრუმეცნიერულ ტენდენციებს. წყალ¬გამყოფი ხაზი აქ რომელიმე ტერიტორიულ საზღვრებზე კი არ გაივლება, – ისტორიული მეცნიერება ერთიანია, ის გადის მკაცრ მეცნიერულ თვალსაზრისა და უიმედოდ დრომოჭმულ სქოლასტიკას შორის, ერთი მხრივ, კონკრეტული მასალის კეთილსინდისიერი, ობიექტური შესწავლის, ისტორიული სი-ნამდვილის მართალი ასახვისა და მეორე მხრივ, ამ სინამდვილის ტენდენციურ დამახინჯებას შორის.

ნოემბერი, 1946 წ.

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები