«ლაზების მსოფლიო იმპერია» ანუ ქართველთა «ჯიბის რომაული იმპერია»

15.06.17 13:30


მოსკოვი – «მესამე რომია». ამგვარ გამონათქვამს უამრავი შეეჩვია, გამომდინარე რიმოცენტრული კონცეპციიდან, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში იმთავითვე დამკვიდრდა.

შეგახსენებთ, რომ ამ კონცეპციის თანახმად მხოლოდ ერთი იმპერია-რომი-უნდა არსებობდეს.

მაგრამ, ვინაიდან „პირველი რომი“ დაეცა, მის ნაცვლად წარმოიშვა „მეორე რომი“ - კონსტანტინეპოლი.

«მოსკოვი- მესამე რომი» იდეის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ოსმალოთა მუსულმანური დინასტიის მიერ „მეორე რომის“ დაპყრობის შემდეგ «რომაული პირველობა» მართმადიდებელ მოსკოვს გადაეცა, რომელსაც მას შემდეგ უწოდებენ «მესამე რომს».

ისტორიის დაკვირვებული ანალიზი კი გვჩვენებს, რომ „მესამე რომი“ სულაც არ გახლდათ მოსკოვი.

ნამდვილი «მესამე რომი»,რომელიც მთელს ქრისტეანულ სამყაროშ ფორმალური პირველობის პრეტენდენტი გახლდათ, იყო თურქეთის ამჟამინდელი ქალაქი ტრაპიზონი (ტრაპეზუნდი). და პრეტენდენტის უფლებებიც „მსოფლიო რომაული იმპერიის “ მემკვიდრეობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწორედ ქართველთა თამარ მეფის მიერ შექმნილ ქართულ-თურქულ სახელმწიფოს-ტრაპიზონის იმპერიას ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც 1204 წ. კონსტანტინეპოლი ხელშ ჩაიგდეს და სრულიად გაძარცვეს დასავლეთ ჯვაროსნებმა, მართლმადიდებლური თვალსაზრისით „მესამე რომის“ როლზე ორი პრეტენდენტი გამოჩნდა:

- ნიკეა, სადაც ჯვაროსანთა მიერ განდევნილი ბიზანტიელი სათვადაზნაურო დამკვიდრდა და
- ტრაპეზუნდი, სადაც თამარ მეფემ ხელისუფლებაში მოიყვანა ბიზანტიელ კომნენოსთა დინასტიის მანამდე ჩამოგდებული კანონიერი ტახტის მემკვიდრე, საკუთარი ნათესავი ალექსანდრე კომნენოსი.

მართალია, ამ ორი სახელმწიფოს გარდა კიდევ ორი „რომის იმპერია“ მოიაზრებოდა, რომელნიც ამ სტატუსზ პრეტენზიას არ აცხადებდნენ, თუმცა მართლმადიდებლები იყვნენ.

დასავლეთ ევროპაში წმინდა რომაული იმპერია (გერმანიაში)კატოლიკური იყო და მის „იმერატორს“ მართლმადიდებლური სამყარო თვითმარქვიად თვლიდა. გარდა ამისა, არსებობდა თურქული რუმის ანუ „რომაული“ სასულთნო მცირე აზიაში, რომლის დედაქალაქიც კონია გახლდათ, მაგრამ ეს მუსულმანური სახელმწიფო იყო.

მართლმადიდებლური შეხედულებით კი „მსოფლიო რომის იმპერია“ მხოლოდ მართლმადიდებლური შეიძლებოდა ყოფილიყო.

შესაბამისად, საჭირო იყო «რომის» ან «მსოფლიო» იმპერატორის ყოლა.

ალექსანდრე კომნენოსი მთლიანად დამოკიდებული იყოსაქართველოსა და თამარ მეფეზე, მიუხედავად ამისა მიიღო „რომის იმპერატორის“ ტიტული და მართლმადიდებელი ერების თვალში ითვლებოდა „მსოფლიო რომის იმპერიის“ ლეგიტიმურ პრეტენდენტად, რომელსაც გეგმაში ჰქონდა კათოლიკე-ერეტიკოსთაგან დროთა განმავლობაში გაეთავსუფლებინა „მეორე“ რომის და „პირველი რომის“იმპერიაც კი.…

სხვათა შორის, ეს სრულიად ეწინააღმდეგება ქართველებისათვის თვსმოხვეულ მითს იმის შესახებ, რომ დასავლეთ ევროპელები მუდამ ითვლებოდნენ საქართელოს „მოკავშირეებად“.

თამარ მეფის დროს დასავლეთევროპული ჯვაროსანი კათოლიკეები, რომელთაც ხელში ჩაიგდეს და სრულიად გააპარტახეს მართლმადიდებლური კონსტანტინეპოლი, საქართველოს მოსისხლე მტრები იყვნენ და მათთან ყოველგვარ „კავშირზე“ საუბარი იმ დროს სრულიად შეუძლებელი იყო. პირიქით, თამარ მეფის მოკავშრეებადთურქული სახელმწიფოები მოაიზრებოდნენ, მის ერთ-ერთ მმართველს თამარ მეფის ასულიც კი გაჰყვა ცოლად-საქართველოს მომავალი დედოფალი რუსუდანი.

ანუ ქართველებითამარ მეფის დროს საკუთარ ტოლად და სწორად ველურ დასავლეთევროპელებს სულაც არ თვლიდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ამგვარ ევროპასთან ერთობაზე. გააჩნდათ რა საკუთარი „რომის იმპერატორი“ ტრაპიზონში, საქართველო თამარ მეფის დროს პრეტენზიას აცხადებდა სრულიად დასავლეთ ევროპის მფლობელობაზე, რომელიც ქართველთა აზრით, იმ დროისათის ერეტიკოსთა და ბარბაროსთა ხელში იყო, რომლებიც ადრე თუ გვიან უნდა დამორჩილებოდნენ კანონიერ ტრაპიზონელ „რომაელ იმპერატორს“ კომნენოსტა დინასტიიდან და მოექცია იგი მართლმადიდებლობისაკენ.

სინამდვილეში, თამარ მეფეს მისი მმართველობის დასასრუოლს უკვე ჰყავდა საკუთარი „ჯიბის რომაელი იმპერატორი“ რომელიც „ქართულ ხმლებზე“ იყო დაფუძნებული თავისივე, თუნდაც „ჯიბის“, მაგრამ მაინც „რომის იმპერია“ დედაქალაქით ტრაბიზონში (ტრაპეზუნდი). მაგრამ ეს დედაქალაქი ითვლებოდა „დროებითად“ ვინაიდან კომნენოსები და მათი მფარველი საქართელო იმედოვნებდნენ, რომ ადრე თუ გვიან თავდაპირველად - კონსტანტინეპოლისა და შემდეგ კი-რომის დაბრუნებასაც.

ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს მე-13 საუკუნის დასაწყისში საქართელოს სამეფოს ნამდვილ სიდიადეზე. ამასთანავე, ტრაპიზონის იმპერია იმთავითვე ქართულ-თურქულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, სადაც პოლიტიკურად დომინირებდნენ ქართველი ლაზები.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფის მემკვიდრეების დროს საქართველომ უამრავი მაცხი განიცადა, საქართველოს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე კიდევ დიდხანს იყო შენარჩუნებული, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახლემწიფო სხვა იმპერიისსხვა იმპერიის შემადგენლობაში – ჰინგიზიდების მონღოლურ იმპერიაში შევიდა, შიდა დამოუკიდებლობის შენარჩუნების ხარჯზე.

მიუხედავად ამისა «მსოფლიო» როლი ტრაპიზუნდისა და ტრაპიზუნტის იმპერატორისა, როგორც პრეტენდენტისა „მსოფლიო რომის იმპერიის“ ტიტულზე, მართლმადიდებლურ მსოფლიოში შენარჩუნებული იქნა 1261 წლამდე და კიდევ ორი ათწლეული, როცა ნიკეის იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმაკონსტანტინეპოლი ჯვაროსნებს გამოგლიჯა ხელიდან.

სამწუხაროდ, საქართველოს დასუსტებულმა გავლენამ და ბერძნული პლუტოკრატიის გაძლიერებამ თურქულ-ლაზურ ტრაპეზუნდის იმპერიაში და მისმა ინტრიგებმამიგვიყვანეს იქამდე, რომტრაპიზონის იმპერატორმაიოანე II კომნენოსმა 1282 წელს ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ მიხეილ VIII პალეოლოგოსის ასული და დათმო „რომის იმპერატორის“, ანუ «რომეების იმპერატორის» ტიტული.

ტრაპიზონის მმართელს 1282 წ. «აჩუქეს» „მსოფლიო პრეტენზიების“ თვალსაზრისით ღირებულებადაკარგულიტიტული «აღმოსავლეთის, ივერიისა და პერატიის იმპერატორისა“.

მას შემდეგ, ტრაპიზუნდის იმპერატორის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დაეცა, საკუთარი ნებით დათმო რა პრეტენზია „მსოფლიო ბატონობაზე“.

ამავე დროს საბერძნეთის ოლიგარხიის გავლენა სულ უფრო და უფრო გაიზარდა.

ტრაპეზუნდის იმპერიაში ბერძნული და თურქულ-ლაზურპარტიებს შორის დაპირისპირებამ მოიტანა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, სადაც ქართულმა მხარემ მარცხი განიცადა და ხელისუფლება ბერძნების ხელში გადავიდა, რომელთაც სომხები უმაგრებდნენ ზურგს.

სწორედ ეს გახდა ტრაპეზუნდის იმპერიის დასასრულის დასაწყისი. ბერძენ და სომეხ ვაჭართა მმართელობის ქვეშ მოქცეულმა ამ ერთ დროს მსოფლიო სახელმწიფომ სწრაფად განიცადა დეგრადაცია. ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორების, ბერძენ იმპერატორთა უზენაემა მმართველობამ უღალატა მართლმადიდებლობას და შეუერთდა ფერარო – ფლორენტიულ უნიას კატოლიკეთა მმართელობით, ანუ როგორც სახელმწიფო, ტრაპეზუნდის იმპერიამ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმურობა მართლმადიდებელთა თვალში.

როდესაც კონსტანტინეპოლის აღებიდან 8 წლის შემდეგსულთანმა მეჰმედ მეორემ 1461 წ. ტრაპეზუნდი ალყაში მოაქცია, ტრაპეზუნდის უკანასკნელი იმპერატორის დავითის დასახმარებლად მხოლოდ მისი სიმამრი, თურქი მაჰმადიანიმმართველი აკ-კოიუნლუ უზუნ-ჰასანი მივიდა, თუმცა ვერაფერი დაუპირისპირა ოსმანეთის საბრძოლო ძლიერებას. ქართლის, კახეთისა და იმერეთის ქართელმა მეფეებმა და სამცხის ათაბაგმა არ ჩათალეს საჭიროდ მიშველებოდნენ რწმენის მოღალატეს.

ოსმალებმა ტრაპეზუნდი უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში. ტრაპეზუნდის იმპერიამ შეწყვიტა საკუთარი არსებობა, თუმცაღა 8 წლით ადრე, ვიდრე ოსმალები კონსტანტინეპოლს დაიპყრობდა, მას შეეძლო ღირსეულად ეტარებია „რომის იმპერატორის“ ტიტული. მაგრამ კატოლიკურ რომთან უნიის დადებისა და რომლის პაპის პირველობის აღიარების შემდეგ, მას არც უფიქრია ამ უფლების გამოყენება. ბერძნული «მეწვრილმანეობა» აქაც გამოვლინდა, თუმცა იმ დროისათის საკმაოდ ამბიციურ ქართველ ლაზებსა და მებრძლ თურქებს რომ შეძლებოდათ ტრაპეზუნდის იმპერიის ელიტად დარჩენილიყვნენ, ხოლო საქართველო კი დარჩენილიყო ერთ ძლიერ სახელმწიფოდ - ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...

ამგვარად, ქართველ ლაზებს თეორიულად ყველა შანსი გააჩნდათ საიმისოდ, რომ ემართათ შავიზღვისპირეთსა და შავი ზღვის სანაპიროზე თურქთა და ქართველ-ლაზთა შორის შექმნილი გლობალური მართლმადიდებლური „რომის“ იმპერია. თუმცა საქართველოს დასუსტებამ და დაშლამ, ბერძნული ინტრიგები და სარწმუნოებრივი ღალატი, რომელიც რომში წავიდა უნიებთან ერთად, ხელი შეუშალა ამ იდეის განხორციელებას.

დროთა განმავლობაში მსოფლიო მართლმადიდებლობის ცენტრად და „მესამე რომად“ იქცარუსეთი. ის, რომ ამ თანამდებობაზე პრეტენზიას ქართველები აცხადებდნენ, რომელთაც საკუთარი რომის იმპერია გააჩნდათ და საკუთარი „ჯიბის მსოფლიო რომაული იმპერია“ჰქონდათ ტიტულის მიხედვით, ბევრმა უბრალოდ დაივიწყა.

თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ქარელებს უკვე ჰქონდათ საკუთარი „მესამე რომი“ და ეს მაშინ, როცა უღრანე ტრეებში ჩაკარგული პატარა ქალაქი სახელწოდებით მოსკოვი მსოფლიოში არავინ აღიქვამდა სერიოზულად. იმუხედავად ამისა, არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ხის ქალაქი ოდესმე პრეტენზიას გამოაცხადებდა „მესამე რომის იმპერატორის“ ტიტულზე.



KavkazPlus

წაკითხულია : 748


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები