ანალიტიკა

ალბანეთში განძასარის ეკლესიის საბოლოო გაუქმება

21.06.17 14:10


XVII-XVIII საუკუნეებში ალბანეთის განძასარის საპატრიარქატოსა და სომხური ეჩმიაძინის კათოლიკეობას შორის მიმდინარეობდა გამძვინვარებული ბრძოლა ხელისუფლებისათვის და მრევლზე გავლენის მოსაპოვებლად. ეჩმიაძინი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია შესუსტებული განძასარის ალბანური ეკლესიის ტახტი. სომხური ეკლესიის მსახურებმა, რომლებიც უჩკილისაში (ეჩმიაძინი) პირველად XV საუკუნეში გამოჩნდნენ აკ-კოიუნლუს აზერბაიჯანელი მმართველების ნებართვით, თანდათანობით გაძლიერდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ალბანური ეკლესიის შევიწროვებას.

განძასარის ალბანელი პატრიარქები (ამჟამად განძასარი მდებარეობს სომეხთა მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის კელბაჯარის რაიონში და სრულიად გასომხებულია) დიდხანს ებრძოდნენ ეჩმიაძინს, თუმცა ბოლოს მაინც იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ, რამაც არაბაღის ალბანელი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან მათ არ სურდათ დამორჩილებოდნენ ეჩმიძინს. XIX საუკუნის დასაწყისში სომხურმა ეკლესიამ, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებდა, შეძლო მიეღწია ალბანური ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმებისათვის და ყველა ალბანური ტაძარი, არქივი და მრევლი ეჩმიაძინის ხელში გადავიდა.

რუსეთის საარქივო მასალები აღწერენ მძიმე ბრძოლას, რომელიც გაჩაღდა ალბანელ კათოლიკოსებსა და სომეხ კათოლიკოსებს შორის.

საბოლოო ჯამში ბუნტი ჩაახშეს, ალბანური ტაძრები და მრევლი დაუქვემდებარეს ეჩმიაძინის კათოლიკოსს, ხოლო ალბანელი პატრიარქი იზრაილი კი განიდევნა. იგი მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეჩმეაძინის ეკლესიამ საეკლესიო ავტოკრატიისაგან მოითხოვა მისთვის დაექვემდებარებინა ყარაბაღისა და განძას ეკლესიები და მრევლი.

ეჩმიაძინის ეს თხოვნა დაკმაყოფილდა ცარისტული რუსეთის მხარდაჭერით, სომხურმა (ჰაინაკურმა) ეკლესიამ ეჩმიაძინმა დაიქვემდებარა ალბანური საკათოლიკოსო დასი, ხოლო შემდეგ კი ალბანელი კათალიკოსის საეკლესიო ჩინის ჩამოქვეითებას მიტროპოლიტამდე, ხოლო საბოლოო ჯამში, ალბანური ავტოკეფალური ეკლესიის სრულად გაუქმებას. შემდეგ, XIX-XX საუკუნეების განმავლობაში სომხურმა ეკლესიამ და ნაციონალისტებმა მოახერხეს და მიითვისეს გრიგორიანული აღმსარებლობის კავკასიელი ხალხის მდიდარი სულიერი, კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა «ძველსომხური» ისტორიული კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედო სომეხი ნაციონალისტების იდეოლოგიას აზერბაიჯანელი და სხვა ერების ეთნიკური წმენდის, ასევე მითიური „დიადი“ სასომხეთის შექმნის მიზნით, მათი მიწების მიტაცების საკითხში».

რიზვან ჰუსეინოვი

კავკასიის ისტორიული ცენტრის დირექტორი, სამართლის ინსტიტუტისა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების ეროვნული სამეცნიერო აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.





KavkazPlus

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები