პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სურს გახდეს „სასამართლოს მეგობარი"

21.06.17 16:25


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, მიენიჭოს „სასამართლოს მეგობრის" სტატუსი იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ახალ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უკავშირდება, რომელსაც მოქალაქეთა ფარული თვალთვალის უფლება აქვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო მარტში საკანონმდებლო შესწორებების საფუძველზე შექმნეს. იმ ფაქტმა, რომ სააგენტო საქართველოს სახელმწიფო სამსახურთან იფუნქციონირებს, პრეზიდენტის, ოპოზიციის და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნის მოქალაქეებმა და სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში 300-ზე მეტი სარჩელი შეიტანეს, იმ მოთხოვნით, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს.

„წერილობით დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და სასამართლო არ არის ვალდებული სამოტივაციო ნაწილში გაიზიაროს აღნიშნული მოსაზრების შინაარსობრივი მხარე. საკონსტიტუციო სასამართლო გაეცნობა აღნიშნულ დოკუმენტს და შესაბამისად, იმსჯელებს აღნიშნული საკითხის შესწავლის თაობაზე", — განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მისწრაფება სასამართლოს მეგობრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია, რადგან ეს „სამართლებრივ პრინციპებთან შეუთავსებელია". „სასამართლოს მეგობარი" — სიახლეა საქართველოში. ეს სტატუსი საქართველოში 2015 წელს გაჩნდა და ადამიანს, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, ანიჭებს უფლებას სასამართლოს წინასწარ წერილობით მიმართოს და საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები