საზოგადოება

კვლევა: საქართველო - ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა ევროპაში

21.06.17 22:05


ამერიკული ორგანიზაცია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა.

ამერიკელმა სპეციალისტებმა რეგიონის 18 ქვეყანაში ჩაატარეს კვლევა „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რელიგია და ეროვნული თავშესაფარი", კვლევის მიზანია დადგინდეს, სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მორწმუნე ადამიანი. ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების სამეულში შევიდა საქართველო (99%), სომხეთი (95%) და მოლდოვა (95%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლების სამეულში შევიდა უნგრეთი (59%), ესტონეთი (44%) და ჩეხეთი (29%).

კვლევაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ძირითადი ქვეყნები საერთო ჯამში რელიგიურებია. ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს შორის, სადაც ძირითადად ათეიზმი დომინირებდა, საქართველო ყველაზე რელიგიურია.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის როლს მართლმადიდებლურ ქვეყნებში უფრო მეტად უჭერენ მხარს, ვიდრე კათოლიკურებში.

მართლმადიდებლური ქვეყნებში მოსახლეობის მესამედზე მეტი დარწმუნებულია, რომ რელიგიური ფასეულობების გავრცელებას მთავრობა მხარს უნდა უჭერდეს. ამ სიაში ლიდერობს სომხეთი (59%), საქართველო (52%) და რუმინეთი (46%). ამ საკითხში ბოლო პოზიციები დაიკავეს უნგრეთმა (28%), ხორვატია (27%) და პოლონეთი (25%), სადაც მიიჩნევენ, რომ რელიგია პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს. მკვლევარები იმითაც დაინტერესდნენ, რეგიონის ორი უმსხვილესი რელიგიური ჯგუფი — მართლმადიდებელი ქრისტიანები და კათოლიკეები ერთმანეთს როგორ უყურებენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე რელიგიური ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ რომის კათოლიციზმსა და აღმოსავლურ მართლმადიდებლობას ბევრი საერთო აქვთ. მართლმადიდებელი ქრისტიანები საქართველოსა (19%) და რუსეთში (17%) კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანებას უჭერენ მხარს. The Pew Research Center — ამერიკული არასახელმწიფო კომპანიაა, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოში ატარებს სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი აზრის, დემოგრაფიული ტენდენციების და მედია-გარემოს კვლევებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები